logo
ENG



ხაზარაძის უფლებადამცველი თი ბი სის საქმეზე:ბრალდება იურიდიულ საფუძვლებსაა მოკლებული

02 დეკ 201908:42
3 წუთის საკითხავი
 
a4mmvo4ky546ohd.jpg

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თი ბი სი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესი არის ჩანიშნული. სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ და მტკიცებულებების უტყუარობაზე იმსჯელებენ.

როგორც ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატმა ეკა ეგუტიამ „ფორმულას“ განუცხადა, ბრალდება პოლიტიკურ დევნაზეა აწყობილი.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" წარმოადგინა დასკვნა სასამართლოს მეგობრის სტატუსით, სადაც აღნიშნულია, რომ უსაფუძვლოა ბრალი. იმდენად იურიდიულ საფუძვლებსაა მოკლებული საქმე, რომ დარწმუნებული ვართ, ბრალდება პოლიტიკურ დევნაზეა აწყობილი და იმედია, სასამართლო გამოიჩენს დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ეგუტიამ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარუდგინა.  „თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს გენერალური პროკურატურა ჯგუფურად 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს. მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, პროკურატურის მოთხოვნითა და სასამართლოს განჩინებით, დააყადაღეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით ცალკ-ცალკე 700-ათას ლარიანი გირაო გადაიხადეს. ხაზარაძესა და ჯაფარიძეს პროკურატურის ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე აკრძალული აქვთ საქართველოს დატოვება.


close დახურვა