იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სამოქალაქო მოძრაობას "ხალხისთვის" აფუძნებს.
როგორც პრეზენტაციაზე დოლიძემ განაცხადა, მოძრაობის მიზანია სუფთა ხელებით, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა.
„ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმ იდეის გარშემო, რომელიც უკეთეს მომავალს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, რომელიც ხელისუფლებამ დაივიწყა. ჩვენ უნდა შევქმნათ ხალხის ხელისუფლება ხალხისთვის“, – ამბობს დოლიძე.