logo
ENG



ხანგოშვილის საქმე - გერმანიის პროკურატურა საქართველოს მთავრობას პრორუსს უწოდებს

18 ივნ 202020:11
3 წუთის საკითხავი
clock 769

ერთწლიანი გამოძიების შემდეგ გერმანიის პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი ოფიციალურად  წაუყენა. ოფიციალური განცხადება ქართული მხარისთვის სკანდალური აღმოჩნდა - გერმანიის საგამოძიებო უწყებამ საქართველოს მთავრობას პრორუსული უწოდა და მკვლელობის ერთ ერთ წინაპირობად მასთან ხანგოშვილის  ოპოზიციური დამოკიდებულება დაასახელა

გერმანიის პროკურატურის განცხადებას გამოხმაურება მალევე მოყვა მმართველ გუნდში. უმრავლესობის ერთ ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ  დოკუმენტი არ ასახავს გერმანიის პოზიციას

ოპოზიცია კი ფიქრობს რომ, ზელიმხან ხანგოშვილის  საქმე ქართული ოცნების პრორუსულობის კიდევ ერთი დადასტურებაა. მათი განმარტებით, გერმანიის პროკურატურის განცხადებებს სერიოზული შედეგები ექნება

„ქართული ოცნების“ პრორუსულობაზე საუბრობს ზელიმხან ხანგოშვილის ძმაც. ის დარწმუნებულია, რომ მისი ძმის მკვლელობის ორგანიზების საქმეში რუსეთი საქართველოსთან თანამშრომლობდა

გერმანიის პროკურატურის პოზიცია მოულოდნელი არ ყოფილა ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისთვისაც, თამთა მიქელაძე, რომელიც ხანგოვშილების ინტერსებებს 2015 წლის თავდასხმის შემდეგ იცავდა, ამ მწვავე  განცხადების შემდეგ მაინც საქართველოს პრემიერ მინისტრის ან საგარეო უწყების რეაგირებას ელოდება შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე.

საქართველოს საგარეო უწყებას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. ამ თემაზე  უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ, გერმანიის ელჩმა ისაუბრა. ჰუბერტ ქნირშის თქმით, საგამოძიებო უწყებამ მსხვერპლის ციტირება გააკეთა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რომ,  ბერლინში  რუსეთის ელჩია დაბარებული, ჰეიკო მაასმა ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის მიმართ ახალი სანქციებიც არ გამორიცხა.







 


close დახურვა