logo
ENG



ხანძარი ავსტრალიაში - აღმოსავლეთ სანაპიროზე ხანძარს ვერ აქრობენ

04 იან 202012:16
3 წუთის საკითხავი
 
lvjkw8120ub17is.jpg

ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ხანძარს ვერ აქრობენ. სტიქიის ზონაში საგანგაშო ვითარებაა, ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო ზოგიერთ რეგიონში ხანძარი კიდევ უფრო გაძლიერდა, რის გამოც ადგილზე დამატებითი ძალები იგზავნება. ავსტრალიის პრემიერმა რეზერვის მობილიზაცია გამოაცხადა და  სამაშველო ოპერაციაში სამი ათასი სამხედრო ჩართო.   
მოსახლეობის ევაკუაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილობრივი მედია კი ახალ მსხვერპლზე წერს. გამოცემების ცნობით, კენგურუს კუძნულზე ორი ადამიანი დაიღუპა. ჯამში, გარდაცვლილთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. ამ სეზონზე ტყის ხანძარმა ავსტრალიაში უკვე 5 მილიონ ჰექტარზე მეტი ფართობი და ათასობით სახლი და შენობა-ნაგებობა გაანადგურა. 


close დახურვა