logo
ENG



ხარვეზები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობაში

28 დეკ 202320:09
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირი სასამართლო სისტემის ძირეულ რეფორმას ითხოვს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობა კი წლიდან წლამდე ნეგატიურ შეფასებას იღებს.  მმართველი რგოლის საქმიანობა სასამართლოს გუშაგმა შეაფასა. ორგანიზაციის დაკვირვებით, სხდომების უმეტესობას თავმჯდომარე საერთოდ არ დასწრებია, განსხვავებულ აზრს საბჭოში არავინ ავლენს. საეჭვო იყო არამოსამართლე წევრების დანიშვნა პარლამენტის მიერ. საერთო ჯამში, მკვლევრები მიუთითებენ სისტემის ჩაკეტილობასა და გავლენიანი ჯგუფების დომინაციაზე. შეფასებებს საბჭოდან არავინ გამოხმაურებია. 


close დახურვა