logo
ENG



ხატია დეკანოიძე: მივმართავ შსს-ს, დააჯარიმოს თბილისის მერი

27 მარ 202011:20
3 წუთის საკითხავი
 

„ახალი ლიდერების ინიციატივის" ხელმძღვანელი 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრების გამო 15 000 ლარით დააჯარიმეს. ორგანიზაციის წევრები მოსახლეობას სადეზინფექციო ხსნარებსა და პირბადეებს ურიგებდნენ, რის შედეგადაც საქართველოს მთავრობის დადგენილება დაირღვა, რომლის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე ფაქტს შერჩევით სამართალს უწოდებს და ამბობს, რომ დადგენილება, სურსათის დარიგების დროს, კახი კალაძემაც დაარღვია. თბილისის მერის წინააღმდეგ კი ჯერჯერობით არანაირი სანქცია არ ამოქმედებულა.  

"სამწუხარა ის, რომ პირველად საგანგებო მდგომარეობის დეკრეტის გამოყენება ხელისუფლებამ მხოლო ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ღონისძიების წინაამღმდეგ შეძლო. მინდა მივმართო შსს-ს, დააჯარიმოს თბილისის მერი, რომელმაც დახურულ სივრცეში დაახლოებით 50 ადამიანი",-აცხადებს ხატია დეკანოიძე.


close დახურვა