logo
ENG



ხატია დეკანოიძე: პრაქტიკულად, პოლიციამ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული

04 დეკ 201917:54
3 წუთის საკითხავი
 
k3papryqa7hav4y.jpg

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე პოლიციის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობს. მისი თქმით, პოლიციამ არ მოახდინა არანაირი რეაგირება პარტიის შეტყობინებაზე.

„პოლიცია, რომელსაც შეტყობინება გადაგზავნილი ჰქონდა და ამისი მტკიცებულება ჩვენ გვაქვს, არ აკეთებდა არაფერს და არანაირი რეაგირება არ მოახდინა. პრაქტიკულად, პოლიციამ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის ის, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება. საჯარო მოხელეების მობილიზაცია, პოლიციის მხრიდან სრული განუკითხაობა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძე.

ზუგდიდში გუშინ ნაციონალური მოძრაობის ოფისის დარბევისა და ძალადობის ფაქტებზე პარტიაში განცხადება გაკეთდა. ოპოზიციის ლიდერები დღეს ადგილზე ჩავიდნენ და შეხვდნენ პოლიციის უფროსსაც. მათი მტკიცებით პარტიის ოფისზე თავდასხმამდე რამდენიმე ხნით ადრე, მათ პოლიციას შეატყობინეს რომ ხელისუფლების ორგანიზებული აგრესიული ჯგუფები ოფისთან მივარდნას გეგმავდნენ, თუმცა პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის მოთხოვნით აქცია გუშინ გაიმართა. დემონსტრანტებმა პარტიის ოფისს კვერცხები დაუშინეს და შუშა ჩაამტვრიეს. 

 


close დახურვა