logo
ENG



ხაშურში, ფოთსა და ლაგოდეხში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

14 თებ 202314:07
3 წუთის საკითხავი
 

ხაშურში, ფოთსა და ლაგოდეხში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა.

პროტესტს ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად გორში შეუერთდა პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ტრანსპარანტი წარწერით - "თავისუფლება მიშას". ისინი მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

მათი თქმით, პროტესტი იქნება ყველგან, მანამ ვიდრე არ მიაღწევენ შედეგს. "ქვეყნის თავგადაკლული წინამძღოლი უნდა გათავისუფლდეს, ძალით კლავენ.

"მთელი ევროპა, აშშ უხსნის და ამათ არაფერი ესმით. თუნდაც სააკაშვილი არ იყოს, ადამიანის ასეთი ტანჯვა შეიძლება? არცერთი მტერი ამას არ იზამს, რასაც ესენი აკეთებენ"- თქვა აქციის მონაწილემ.


close დახურვა