ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში ჭაში ორი ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი ძმები იყვნენ და ჭის გაწმენდას ცდილობდნენ.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ 116-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული.