logo
ENG



ხაშურში 15 წლის ბავშვმა იმშობიარა

26 დეკ 202323:39
3 წუთის საკითხავი
 
ხაშურში 15 წლის ბავშვმა იმშობიარა

ხაშურში 15 წლის ბავშვმა იმშობიარა - როგორც ფორმულას წყარო უყვება, არასრულწლოვანმა ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში იმშობიარა. ის მოგვიანებით თბილისში გადაიყვანეს.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედიამ მოზაიკამ გაავრცელა. მოზაიკა წერს, რომ გოგო ადრეული ქორწინების მსხვერპლია და ის "არაოფიციალურად იყო დაოჯახებული".


close დახურვა