logo
ENG



ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძე "ბათუმელების" ჟურნალისტს უშვერად აგინა

13 ოქტ 202010:00
3 წუთის საკითხავი
clock 1177
fx1sbk1m99px6pu.jpg

ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ ბათუმელების ჟურნალისტს უშვერად აგინა. ვარდმანიძე წინასაარჩევნო შეხვედრებზე სამსახურებრივი მანქანით გადაადგილების შესახებ კითხვამ გააღიზიანა. 

ბათუმელები ამბობს, რომ ისინი მერს დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, რატომ გადაადგილდება ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მერიის მანქანით - ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა და კანონით იკრძალება. 

ვარდმანიძემ ჟურნალისტებს აგრესიული ტონით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა. 

ორგანიზაცია ამბობს, რომ მერის ეს საქციელი ეწინააღმდეგება თანამდებობის პირთა ეთიკურ პრინციპებს და ახალისებს ჟურნალისტების მიმართ აგრესიას.

ქარტია მიიჩნევს, რომ:

აუცილებელია არჩევად თანამდებობაზე მყოფ ყველა პირს გააზრებული ჰქონდეს ის პასუხისმგებლობა, რაც თანამდებობაზე ყოფნისას აქვს დაკისრებული. 

ასევე, მნიშვნელოვანია საჯარო პირებმა გააცნობიერონ ჟურნალისტებთან ურთიერთობისა და ამ ფორმით საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა. 

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, იფიქრონ ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი დამოკიდებულებით არ გააღრმავონ მედიაზე თავდასხმის რისკები.

ქარტია მნიშვნელოვანად მიიჩნევს დაუყოვნებლივ რეაგირებას მსგავს შემთხვევებზე, იმისათვის, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ გახდეს გადამდები სხვა საჯარო პირებისათვის.


close დახურვა