logo
ENG



ხელისუფლებას ნდობის კრიზისი აქვს მთავარ პარტნიორთან - ოპოზიციის შეფასებები

26 იან 202012:11
3 წუთის საკითხავი
 

"ნდობის კრიზისი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან" - ასე აფასებენ ოპოზიციასა და ექსპერტულ წრეებში შეერთებული შტატებიდან გამოგზავნილ კიდევ ერთ წერილს. მათ აზრით, შექმნილია უპრეცედენტო ვითარება და ხელისუფლება ვალდებულია ადეკვატური რეაგირება ჰქონდეს. 

"ის ზიანი, რასაც ივანიშვილი აყენებს ქვეყანას, უნდა შეჩერდეს, სანამ ძალიან გვიანი არაა მათთვის და სანამ დიდი ზიანი არ მიუყენებიათ ქვეყნისთვის",- აცხადებს გიგა ბოკერია.

ბოკერიას მოსაზრებას იზიარებს სალომე სამადაშვილიც, რომლის თქმითაც, დასავლეთს სხვა გზა აღარ აქვს დარჩენილი და ამიტომ გადავიდა კრიტიკაზე. 

"ეს წერილი ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მეგობრებსაც კი სენატში, უჭირთ ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო პოზიციების დაცვა, როცა ივანიშილი ასეთ პრობელემებს ჰქმნის", - აცხადებს სამადაშვილი. 

თამარ ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ არსებული მოცემულობა გამოწვეულია ნდობის კრიზისიდან. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა დასავლეთისთვის დაკარგა სანდოობა. შესაბამისად, ახლა ცვლილებებია საჭირო და ეს არჩევნების გზით უნდა მოხდეს.

"ეს ყველაფერი, პირველ რიგში, 14 ნოემბრისა და ნდობის დაკარგვის შედეგია. სწორედ ნდობის კრიზისი აქვს ახლა ხელისუფლებას მთავარ პარტნიორთან. ჯერჯერობით მმართველი გუნდის განცხადებები უფრო მძიმე შედეგების მიღებას იწვევს, ამიტომ საჭიროა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რაც, პირველ რიგში, არჩევნებზე უნდა აისახოს", - აცხადებს ჩუგოშვილი.


close დახურვა