logo
ENG



ხელისუფლებას უზურპირება ვერც ერთმა პარტიამ ვერ უნდა შეძლოს - ბურჯანაძე 

08 მარ 202022:32
3 წუთის საკითხავი
 

„ოპოზიცია იზრუნებს არა მხოლოდ საკუთარი ხმების დაცვაზე, არამედ „ოცნების“ ხმების დაცვაზეც. ჩვენ არავის ხმების მოპარვას არ ვაპირებთ და არც სხვას მოვაპარინებთ“, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა.

მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმებულ მემორანდუმზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ოპოზიციური გაერთიანების გარეშე, ამ შედეგის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა.

„მოსახლეობის დიდ ნაწილს უბრალოდ ტელევიზორის ჩართვა აღარ უნდა, განსკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს საზოგადოებასაც უნდა მივცეთ დამშვიდების საშუალება, რომ სხვადასხვა პროგრამები, პოზიციები მოისმინოს და აზრი გამოიტანოს ადამიანმა პოლიტიკური ოპონენტების საუბრიდან. ასევე მნიშვნელოვანია ხმების დაცვის მექანიზმის შექმნა, რომელზეც ვალდებულება თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აიღოს. ოპოზიცია იზრუნებს არა მხოლოდ საკუთარი ხმების დაცვაზე, არამედ „ოცნების“ ხმების დაცვაზეც, ჩვენ არავის ხმები არ გვჭირდება და არავის ხმების მოპარვას არ ვაპირებთ და არც სხვას მოვაპარინებთ. რაც შეეხება მაჟორიტარებს, ეს მოლაპარაკება უცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ჩვენ ძალიან ჯანსაღი ხედვა გვაქვს და გვესმის, რომ მიუხედავად პოლიტიკური შეთახმებისა, ძალიან რთული იქნება ყველა კანდიდატზე შეთანხმება, მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რა იყო მთავარი ამოცანა ამ მოლაპარაკების მაგიდასთან, რომლის გამოც ჩვენი ბევრი გულწრფელი მომხრე, მეც, სხვა პოლიტიკოსებსაც გვაკრიტიკებდა. უბრალოდ ადამიანებს, რომლებიც ასე გვაკრიტიკებდნენ არ ესმოდათ, რატომ უნდა დავმსხდარიყავით სრულიად განსხვავებული ადამიანები ერთი მაგიდის ირგვლივ. დღევანდელმა დღემ ყველას დაანახა, რომ რომ არა ეს ერთობა, შეუძლებელი იქნებოდა ამის მიღწევა. ელჩების სურვილის შემთხვევაშიც კი, მათ ამხელა ლეგიტიმაცია არ ექნებოდათ იქ რო არ ყოფილიყო მთელი ოპოზიციური სპექტრი. აქ მთავარი ის კი არ იყო, ვინ მეტ მაჟორიტარს გაიყვანს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, ხელისუფლების უზურპირება ვერ შეძლოს და ამის ფორმულა იქნება შემდგომ კოორდინირებაში“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძე.


close დახურვა