logo
ENG



ხელისუფლება ჯარიმების მოხსნას სავაჭროდ გამოიყენებს და ამნისტიას გამოაცხადებს - დოლიძე

09 მაი 202020:55
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე "შაბათის ფორმულაში" ხელისუფლების მიერ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებს. 

როგორც დოლიძემ აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ შემდგომში ეს ჯარიმები მოსახლეობის გასაკონტროლებლად გამოიყენოს და მათზე ამნისტია გამოაცხადოს. გარდა ამისა, იურისტი მმართველი გუნდის ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივება გაუგებარია. 

"სინამდვილეში ჯარიმის გაცვლა რაში მდგომარეობს - ახლა რატომ არ ხდება ჩვენი გათავისუფლება მაგალითად, სრულად დაუსაბუთებელ კომენდანტის საათისგან?! ყველაფერი იხსნება, მოძრაობა გახსნილია და მაინც 21:00 საათზე სახლში უნდა მივიდეთ. რატომ?! - რაც მეტი ადამიანი დაჯარიმდება, რაც მეტი ადამიანი აღმოჩნდება 22 მაისამდე მოწყვლად მდგომარეობაში, რომ მას არ აქვს 3 ათასი ლარი, მით მეტ ადამიანს დაიჭერს ხელისუფლება და დააშანტაჟებს პოლიტიკური თვალსაზრისით. ის არიგებს 1200 ლარს და 7 ათას ოჯახს იმეტებს სიღარიბისთვის, რადგან თუ ის ადამიანი არ გადაიხდის იმ 3 ათას ლარს, მას დაუყადაღებენ იმ ანგარიშს, რომელზეც ელოდება იმ თანხის დარიცხვას ან ხელფასის დარიცხვას. ან მიყავს მოსახლეობის ნაწილი სიღატაკისკენ ან გამოიყენებს ამას როგორც სავაჭრო ბერკეტს და ამნისტიას გამოუცხადებს", - განაცხადა ანა დოლიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირები 3 ათასი ლარით ჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირები 15 ათასი ლარით. 


close დახურვა