logo
ENG



ხელისუფლების შეფასებები დასავლეთის კრიტიკაზე - არაინფორმირებულობის საკითხი დგას

26 იან 202014:06
3 წუთის საკითხავი
 

კონგრესმენების შემდეგ, "ქართული ოცნება" ამერიკელ სენატორსაც არაინფორმირებულად აცხადებს. მმართველი გუნდის წარმომადგენლების აზრით, ის, რასაც როჯერ ვიკერი გიორგი გახარიას სწერს, სიმართლეს არ შეესაბამება. ხელისუფლებაში ასევე არ განმარტავენ, რატომ არ გასაჯაროვდა კონგრესმენის წერილი.

"ბოლო წერილი რომ ვნახე, ცოტა გამიკვირდა, რადგან, სავარაუდოდ, არაინფორმირებულობის საკითხიც დგას, რადგან საუბარია მედიის პრობლემაზეც. არადა, რამდენი მედია გაჩნდა. ადამიანები საიდანაც უნდათ და რასაც უნდათ, იმას ლაპარაკობენ. ასეთ დროს გამოხატვის თავისუფლება რანაირადაა შეზღუდული. ხოლო იმ ადამიანების პასუხისმგებლობის დაყენებას, რომელიც ქვეყანას აწამებდა და ბიუჯეტს ფლანგავდა, ამას ითხოვს თავად საზოგადოება", - აცხადებს გია გაჩეჩილაძე.

 


close დახურვა