რუსმა ოკუპანტებმა ზალიზნის პორტში, კერძოდ ხერსონის ოლქიდან ბეხტერის თემის უფროსი, მიხაილ ბარაკი გაიტაცეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ხერსონის ოლქის პირველ მოადგილეზე, იური სობოლევსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე თქმით, ადგილობრივი თემის ხელმძღვანელის ადგილსამყოფელი, ამ დროისთვის, უცნობია.
ცნობისთვის, 3 აპრილის მდგომარეობით, რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს კიევის, ხერსონის, ხარკოვის, ზაროპროჟიეს, ნიკოლაევისა და დონეცკის ოლქების ადგილობრივი თემის 11 ხელმძღვანელი.