logo
ENG



ხერსონში რუსეთის დაკავების ცენტრებში მყოფი უკრაინელების თითქმის ნახევარი აწამეს - კვლევა

02 აგვ 202319:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/02/3j1g7wrjaa3777q.jpg

ხერსონის ოლქის რუსეთის დაკავების ცენტრებში მყოფი უკრაინელების თითქმის ნახევარი წამების მსხვერპლია და მათზე სექსუალურად ძალადობდნენ. კვლევა ამის შესახებ Mobile Justice-მა 2 აგვისტოს გამოაქვეყნა.

ანგარიში ასახავს 320 შემთხვევას, ხერსონის ოლქის 35-ზე მეტი იდენტიფიცირებულ დაკავების ცენტრიდან. მსხვერპლთა 43% სექსუალურ ძალადობას ასახელებს, როგორც რუსი მცველების მიერ დაწესებულ საერთო პრაქტიკას, როგორც ქალების, ისე კაცების მიმართ. მოხსენების ერთ-ერთი ავტორი აცხადებს, რომ სამხედრო პერსონალი ან ისინი, ვისაც ოჯახში ჰყავდათ სამხედროები, ყველაზე მეტად განიცდიდნენ წამებას დაკავების იზოლატორებში.

"როგორც ჩანს, უკრაინელად ყოფნაც დანაშაულია" - განაცხადა ანა მიკიტენკომ უმაღლესმა იურიდიულმა მრჩეველმა და უკრაინის სახელმწიფო მენეჯერმა Global-ისთვის.

კვლევის თანახმად, 36-მა მსხვერპლმა აღნიშნა, რომ რუსები დაკითხვისას ხშირად იყენებდნენ ელექტროშოკს. სხვები სასქესო ორგანოების დასახიჩრების მუქარაზეც საუბრობენ. წამების სხვა ხერხებს შორის, მსხვერპლები დახრჩობას, წყალქვეშა სროლას, სასტიკ ცემას და გაუპატიურების მუქარას ასახელებენ.

ანა მიკიტენკოს თქმით, გაუპატიურებისა და წამების ეს შემთხვევები ცალსახად მიუთითებს რუსეთის განზრახვაზე - აღმოფხვრას უკრაინული იდენტობა.

არსებობს უკრაინული იდენტობის განადგურების ან აღმოფხვრის ერთგვარი განზრახვა, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ჩანს, რომ იმათ, ვისაც იჭერენ ან "ინადირებენ", უკრაინის დროშები ან სხვა სახელმწიფო სიმბოლიკები ჰქონდათ“, - თქვა მან.

ანა მიკიტენკოს სჯერა, რომ ხერსონში ნანახი ზოგიერთი ნიმუში საბოლოოდ შეიძლება ჩაითვალოს გენოციდად, თუმცა ის აღიარებს, რომ ამის დამტკიცება რთულია და საჭიროებს დამატებით გამოძიებას.

"არსებობს [გენოციდის] გარკვეული ინდიკატორები... გენოციდი არის ძალიან რთული დასამტკიცებელი დანაშაული, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ საკმარისი მხარდაჭერა გავუწიოთ გენერალურ პროკურატურას, რათა მათ შეძლონ და დაადგინონ, ადასტურებს თუ არა მტკიცებულებები ამ დასკვნას". - თქვა მიკიტენკომ.

მმართველი პარტნიორი და Global Rights Compliance-ის თანადამფუძნებელი, ადვოკატი უეინ ჯორდაშიც ანალოგიურ შეხედულებას იზიარებს. იგი აცხადებს, რომ ხერსონის დაკავების ცენტრებში დანერგილი წამების პრაქტიკა გენოციდის ნიშნებს შეიცავს.

სულ მცირე, ნიმუში, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, არის ცინიკური და გათვლილი გეგმა მილიონობით უკრაინელის დამცირებისა და დატერორების მიზნით, რათა დაემორჩილონ ისინი კრემლის დიქტატს." - თქვა უეინ ჯორდაშმა.

რუსეთმა არაერთხელ უარყო უკრაინაში წამებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებები, მიუხედავად მტკიცებულებებისა, რომელიც შედგენილი და გაზიარებული იყო საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ. რუსი ოფიციალური პირები ამ ანგარიშზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.


close დახურვა