logo
ENG



ხვალ, 5 მაისს ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში ილჰამ ალიევს შეხვდება

04 მაი 202122:09
3 წუთის საკითხავი
 
ხვალ, 5 მაისს ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში ილჰამ ალიევს შეხვდება
საქართველოს მთავრობა

პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს "ზაგულბას" სასახლეში უმასპინძლებს.

დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ალი ასადოვთან. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან. ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება.


close დახურვა