კომპანია თელასის ცნობით, ვაკე-საბურთალოს ნაწილს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ დენი დროებით გაეთიშება.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:
ვაკის რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, მოსაშვილის და ბერძენიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.