logo
ENG



ხვალ თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება - ქუჩების ჩამონათვალი

04 იან 202321:17
3 წუთის საკითხავი
 
ხვალ თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია თელასის ცნობით, ხვალ, 5 იანვარს თბილისის ნაწილს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო , დენი დროებით გაეთიშება.

შეზღუდვა შეეხება თბილისის შემდეგ რაიონებს:

სამგორის რაიონი, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახახლების (ნაწილობრივ), ზემო ალექსეევკაის დასახლების, ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, დავით კაკაბაძის, ესენინის, წუწუნავას, სააკაძის, პეტრიწის, ნიკო ფიროსმანის, თენგიზ ჩანტლაძის, გოკიელის, ვაჟა ბანეთიშვილის, კოსტავას, ამირანაშვილის, კაკაბეთის, ახვლედიანის და გიორგი მუხაძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიმიტრი გულიას, დიდი ხეივნის, ხეივნის, ბადაგის, ვლადიმერ წითლანაძის, საბატონოს, გულუას, ცოლიკაურის და რევაზ სირაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი,გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორანის (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანის დასახლების, მუხიანი-2 დასახლების, ვეკუას, ქერჩის, ხევძმარის, შეშელიძის, ხიზაბავრის, თეიმურაზ ბატონიშვილის და ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, ასმათის, დავარის და ავთანდილის ქუჩების   მოსახლეობას.

ვაკის რაიონი, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზანდუკელის, მაყაშვილის, ჭოველიძის, კერესელიძის და დავით თორაძის ქუჩების   მოსახლეობას.


close დახურვა