logo
ENG



ხვალ თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება - სია

09 იან 202218:22
3 წუთის საკითხავი
 
ხვალ თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება - სია

თელასის ინფორმაციით, 10 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. მიზეზად გადაუდებელი სამუშაოები სახელდება.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვასო აბაშიძის, ლადო ასათიანის და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, გორდის, კლდეკარის, ლაითურის, ლამისყანის, სუვოროვის, ხერთვისის, ცოტნე დადიანის, წერონისის და დავით იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის  (ნაწილობრივ) და ხერგიანის ქუჩის მოსახლეობას.

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

თელასში ამბობენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


close დახურვა