logo
ENG



ხვალ თბილისის ნაწილს შუქი არ ექნება - ქუჩების ჩამონათვალი

24 აგვ 202219:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/24/9o2w7dk6j7ij5ii.jpg

კომპანია თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 25 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს: 

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 VI, VII, VIII, IX კვარტლების, შუამთის, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების   მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, ბაშალეიშვილის და შენგელიას ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ისნის რაიონი

1:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის, სამასი არაგველის, ლუსინიანის, აბუსერიძე-ტბელის, ქედის და მეველეს ქუჩების მოსახლეობას.  

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კამალოვის, ქართლელიშვილის, მესხიშვილის, გულრიფშის, თამარაშვილის, კურნატოვის, ლიკანის, სართანიას, სააკაძის, საჭილაოს, გომბორის, სუმბათაშვილ-იუჟინის, ცოტნე დადიანის, ლოტკინის, მანჯგალაძის, ნიკო მარის, ხევსურეთის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის და ჩაქვის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ქერჩის, მანაგაძის, ბაღნარის, შუშის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), პასტერის, უზნაძის და ხუდადოვის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, დაბა კოჯრის, სოფელი წავკისის, სოფელი დიდების, სოფელი ბეთანიის და სოფელი კვესეთის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, მეფე მირიანის, დავარის, ასმათის და ავთანდილის ქუჩების მოსახლეობას.

 


close დახურვა