logo
ENG



ხვალ მედიის მასშტაბური აქცია გაიმართება

16 ივლ 202120:14
3 წუთის საკითხავი
 

ჟურნალისტების უპრეცედენტო სოლიდარობა და უწყვეტი პროტესტი - დღეს მედიასაშუალებების 200-ზე მეტმა წარმომადგენელმა მთავარი პროკურორის სახელზე საგანგებო განცხადება შეიტანა. იმას, რასაც არ აკეთებს გამოძიება, აჩქარებს მედია. ჟურნალისტები შოთაძისგან მოითხოვენ, ლექსო ლაშქარავას საქმეზე დაისაჯონ ძალადობის ორგანიზატორები. პროკურატურამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას მიმდინარეობს თუ არა გამოძიება, მუქარისა და ჟურნალისტებზე ძალადობის მოწოდების ფაქტებზე, და თუ არა, - დაუყოვნებლივ დაიწყოს. ხვალ პარლამენტის წინ 6 საათზე მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.

 


close დახურვა