“რუბინის“ ოფიციალურ საიტზე რამდენიმე დღის განმავლობაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობდა.
19 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანელთა ქომაგებმა 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშეთა შორის დაასახელეს.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა რუსეთის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 3 გოლი და 4 ასისტია. გარდა შედეგიანი თამაშისა, ხვიჩა მოედანზე “რუბინის” ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო.