logo
ENG



ხმაური და კამათი ლანჩხუთისა და გორის საკრებულოების სხდომაზე

22 დეკ 202320:34
3 წუთის საკითხავი
 

ხმაური და მწვავე კამათი ლანჩხუთისა და გორის საკრებულოების სხდომაზე, - ორივე შემთხვევაში სადავო საკითხი მომავალი წლის ბიუჯეტი იყო. ოპოზიცია ქართულ ოცნებას პრიორიტეტებს უწუნებს.

დაპირისპირების მიზეზი ლანჩხუთში ოპოზიციის ბრალდებები გახდა. ოპონენტების მტკიცებით, სტიქიით დაზარალებულებს ხელისუფლება ამ დრომდე არ დახმარებია. გორში კი ჩინოვნიკებს ხელფასი ეზრდებათ, პარალელურად უცვლელი რჩება ბაღის თანამშრომლების ანაზღაურება. გორის მერს თამაზ გინტურის გასვენების დღეს მოსკოვში გამგზავრებაზეც ჰკითხეს - პასუხი არაა.


close დახურვა