logo
ENG



ხმაური ლაგოდეხში - საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ავტომაგისტრალი გადაკეტეს

01 ივნ 202017:08
3 წუთის საკითხავი
clock 519

ლაგოდეხში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ბოლო 5 წლის განმავლობაში 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა მოსახლეობას კვლავ წყლის პრობლემა აქვს. აღნიშნულის გამო, ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია  გამართა. მათ  საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მთავარი ავტომაგისტრალი გადაკეტეს.

მოსახლეობა მოითხოვს, რომ წყლის საფასურის გადახდა კვლავ სულადობით მოხდეს რადგან ახალი წესით მათ გადახდა მრიცხველის ჩვენების მიხედვით მოუწევთ, იმის გამო, რომ ლაგოდეხელებს სარწყავი წყალი არ აქვთ, სოფლის მეურნეობის საჭიროებებისთვისაც სასმელ წყალს იყენებენ, ამიტომ მრიცხველის ჩვენებით, თვეში შესაძლოა, 100 ლარის გადახდაც კი მოუწიოთ.

„ხალხი აპროტესტებს წყლის გადასახადის თანხის განსაზღვრას. მათი დამოკიდებულება არის სამართლიანი, რადგან წყლის ხარისხი ყველა მოეხსენება, არ არის ისეთი, რომ ეს სასმელი წყლის ფასს შეესაბამებოდეს. ამ ადამიანების ანაზღაურება, თავის გატანის საშუალება მიწაზეა დამოკიდებული და თუკი მათ წყლის მიწოდების საშუალება არ ექნებათ, როგორ მოახერხებენ იმ პატარა ელემენტარული მეურნეობების მოვლას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.


close დახურვა