logo
ENG



ხმაური ფოთის ბაზარში - მერიამ დახლები მოვაჭრეებთან შეუთანხმებლად აიღო

24 ივნ 202010:27
3 წუთის საკითხავი
 

ფოთში, ბაზრის ტერიტორიაზე გვიან ღამით ხმაური იყო. მოვაჭრეების გაღიზიანება სავაჭრო დახლების დარბევამ გამოიწვია. მათი თქმით, სავაჭრო ობიექტებთან განთავსებული დახლები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ღამით, მათთან შეუთანხმებლად აიღო.

ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტი პერმანენტულად ახორციელებს გარე ვაჭრობის მოწესრიგების ღონისძიებებს და შიდა გზის გათავისუფლება სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით ხდება.


close დახურვა