logo
ENG



ხმაური ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან - თანამშრომლები 2 თვის ხელფასებს ითხოვენ

30 დეკ 202014:14
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რომელიც ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აშენდა, ხმაური იყო.

უნივერსიტეტის თანამშრომლები 2 თვის კუთვნილ ხელფასს ითხოვენ. მათ ადმინისტრაციასთან შეხვედრა სურდათ, თუმცა დაცვამ აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არ შეუშვა, რასაც ხმაური მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი ახალი წლის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ტერიტორიას არ დატოვებენ.


close დახურვა