logo
ENG



ხმაური ქუთაისში - ახალგაზრდა ოპოზიციონერებმა ქართუ ბანკთან პერფორმანსი გამართეს

19 თებ 202017:38
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში, „ქართუ ბანკის“ ფილიალთან ხმაური იყო.

გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ორგანიზაცია „პოსტერუმ ქუთაისის“ წევრებს სამართალდამცველებმა ივანიშვილის ბანკთან პერფორმანსის ჩატარების უფლება არ მისცეს, რის გამოც, ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მიუხედავად წინააღმდეგობისა, ახალგაზრდებმა მაინც მოახერხეს ერთწუთიანი ფილმის ჩვენება შენობის ჭერზე სახელწოდებით "საქართველო ერთ ჯიბეში". ფილმი იმ პროექტებს ასახავს, რომლებიც აქტივისტების თქმით, ივანიშვილმა გაანადგურა, მათ შორის პარლამენტს ქუთაისში და ანაკლიის პორტს.

ახალგაზრდა ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ მსგავსი აქციები ქუთაისში პერმანენტულად გაიმართება. 


close დახურვა