logo
ENG



ხობში, სოფელ ახალ ხიბულაში ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები და 10-მდე სახლს სახურავი გადახადა

12 სექ 202111:23
3 წუთის საკითხავი
 

ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა.

სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა სოფელი ახალი ხიბულა, სადაც ქარმა 10-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. 

წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქართან ერთად იყო ძლიერი წვიმა.

მათ ნაწილს სრულად გაუნადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები.

მათივე თქმით, განადგურებულია მოსავალი და სახნავ-სათესი სავარგულები.

ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები.

მერიის წარმომადგენლის თქმით, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და დაზარალებულ მოსახლეობას გაეწევა შესაბამისი დახმარება. 


close დახურვა