ხობში მოზარდს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ის მალევე დაიღუპა. ამ ინფორმაციას შსს „ფორმულასთან“ ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი გზის გასწვრივ გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის ექპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.