logo
ENG



ხორბალზე ფასები მინიმუმ არ გაიზრდება ან შესაძლებელია ფასმა იკლოს - დავითაშვილი

03 აპრ 202013:58
3 წუთის საკითხავი
clock 256

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში ხორბლის საკმარისი რაოდენობაა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ხორბლის მარაგის მიღებას ახლო რეგიონებიდან ვერ შეძლებს, სახელმწიფო მას ალტერნატიული გზებით მიიღებს. მისივე თქმით, რეგიონში ხორბლის მოსავალი დიდი იქნება და შესაბამისად პროდუქტზე ფასი არ გაიზრდება. 

"რაც შეეხება ხორბალს, რომელიც სასურსათო უსაფრთხოების პირველადი საჭიროების ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია. ჩვენ ვიცით რომ რუსეთმა გარკვეული შეზღუდვები შემოიღო მათ შორის ხორბალთან დაკავშირებით, რომელიც ლიმიტირებას აკეთებს კონკრეტულად ხორბლის ექსპორტის. თუმცა, იგივე რუსეთში კერძო კომპანიები, ძირითადი ექსპორტიორები, ექსპორტიორთა კავშირი აცხადებდა, რომ დღეს რუსეთში არსებობს ხორბლის საკმარისზე მეტი მარაგი. ასევე ჩვენ რამდენიმე თვეში ველოდებით მოსავალს. მსოფლიოში ვითარება არის დამაიმედებელი, განსაკუთრებით რეგიონში მოსავალის ჭარბი რაოდენობაა მოსალოდნელი. შესაბამისად მოსალოდნელია ფასების მინიმუმ არ გაზრდა ან შემცირება. კვოტირების ფარგლებში ვახერხებთ იმ კონტრაქტების შესრულებას, რომელიც საქართველოში ხორბლის საკმარისს მარაგს უზრუნველყოფს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მივიღეთ უფრო მკაცრი შეზღუდვები, გვაქვს ალტერნატიული წყაროები, იმისთვის, რომ საქართველოში ხორბლის მარაგი აივსოს და მოქალაქეებმა პროდუქტი მიიღონ. თუ ახლო გეოგრაფიიდან ვერ მივიღეთ პროდუქტი, გვაქვს რესურსი შორეული გეოგრაფიიდან მივიღოთ ეს მარაგი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  

 


close დახურვა