ხორვატიაში პოლიციელებმა მანქანაში ჩაკეტილი მიგრანტები იპოვეს. ისინი ერაყისა და ირანის მოქალაქეები არიან, რომლებიც ევროპაში თავშესაფრის საძიებლად ჩავიდნენ. ფურგონი, რომელიც პოლონეთის სანომრე ნიშნებით გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა ქალაქ რასტოვაჩასთან გააჩერეს. მანქანის მძღოლი ადგილზევე დააკავეს. ის 21 წლის უკრაინელია. ახლოაღმოსავლეთის რეგიონიდან გაქცეული მიგრანტები ხორვატიაში ძირითადად სერბეთიდან და ბოსნიიდან გადადიან.