ხორვატია 18 რუს დიპლომატს აძევებს. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დიპლომატების გარდა, ქვეყანას დატოვებს 6 ადმინისტრაციულ-ტექნიკური თანამშრომელი.
უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ დიპლომატები არაერთმა ქვეყანამ გააძევა. მათ შორისაა, იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, დანია, იაპონია, გერმანია და ესპანეთი.