logo
ENG



ხოშტარია:პოლიციელები ეძებენ ხვრელებს, რომ დეპუტატები შეაძვრინონ სამსხურში

26 ნოე 201911:09
3 წუთის საკითხავი
 
4vcyuy30ig1iqny.jpg

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ კანონმდებლები ცდილობენ როგორმე შეიპარონ სამსახურში, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ.

„მთელი ღამე და დილა პოლიციელები ეძებენ ხვრელებს, რომ დეპუტატები შეაძვრინონ სამსხურში. მაინც ვერ გაძვრა ერთი ბარტყი და გაბრუნდა უკან. სასაცილოა. ასე იქნება სულ და არ მიეცემათ ნორმალური მუშაობის საშუალება. ყველგან ვიწრო ქუჩაზე პოლიცია და სპეცრაზმია, მაგრამ მაინც გავაჩერეთ და ზოგადად, ეს ყველაფერი არ გამოვა. როდესაც ხალხის განწყობა ასეთია, შეუძლებელია ხელისუფლება ფუნქციონირებდეს", - განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ". აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შემორტყმული პარლამენტისთვის. მათ აგრეთვე პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტი. რამდენიმე საათის წინ კი სპეცრაზზმა, წყლის ჭავლის დახმარებით, აქცია დაარბია. არიან დაშავებულებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 28, ხოლო დაშავებულია სამი ადამიანი.

აქციის შედეგად სულ 4 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული, - ამის შესახებ ინფორმაცია "ფორმულას" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, 1 მოქალაქე ნიუ ჰოსპიტალსში გადაიყვანეს, 1 ამტელ ჰოსპიტალსში და 2 - ინგოროყვაში.

 

 


close დახურვა