logo
ENG



ხოშტარია: ვაგრძელებ მკურნალობას ნიუ ჰოსპიტალში, პროცესი მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს

21 ნოე 202116:03
3 წუთის საკითხავი
 
ხოშტარია: ვაგრძელებ მკურნალობას ნიუ ჰოსპიტალში, პროცესი მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს

მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მკურნალობას კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში აგრძელებს. მისი თქმით, მკურნალობის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და კლინიკაში კიდევ 1 კვირას გაატარებს.

"მეგობრებო, ვაგრძელებ მკურნალობას ნიუ ჰოსპიტალში. პროცესი მიდის ისე როგორც უნდა მიდიოდეს. კიდევ ერთი კვირა მომიწევს აქ ყოფნა. ჯერ საკვებზე არ გადავსულვარ, რაღაც სპეციალურ სითხეებს მასმევენ. ალბათ ზეგიდან შემომაპარებენ საჭმელს ნელ-ნელა", - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში. 

ელენე ხოშტარია, 3 ნოემბრიდან 17 დღის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობდა.

მან შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც იუსტიციის მინისტრმა პატიმრობაში მყოფ და 50 დღის მოშიმშილე სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა


close დახურვა