logo
ENG



ხოშტარია: თუ ძალადობას გადაწყვეტენ, მტკიცე დახვედრას მიიღებენ

15 ნოე 201909:21
3 წუთის საკითხავი
 
idb13rt4lq52h5v.png

რუსთაველის გამზირზე პროტესტი მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა და ამ დრომდე გრძელდება. მოქალაქეებმა საკნონმდებლო ორგანოსთან კარვები გაშალეს და ცეცხლი დაანთეს. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებამ რადიკალურ ზომებს მიმართოს და იქ შეკრებილი მოქალაქეები დაარბიოს, თუმცა აქციის მონაწილეები თქმით, ეს მათ ვერ შეაშინებს. 

"ევროპული საქართველოს" წევრი ელენო ხოშტარია აცხადებს, რომ მმართველ გუნდს ხალხის მოტყუების უფლებას არ მისცემენ. "მათი გეგმები არ მაინტერესე. თუ ძალადობას გადაწყვეტენ, მიიღებენ მტკიცე დახვედრას. ვერ შეგვაშინებენ. რაც მთავარია ვერ მოახერხებენ იმას, რომ ხალხი მოატყუონ და მიაყენონ შეურაცხყოფა", - განაცხადა ხოშტარიამ "ფორმულასთან" საუბარში. 

 

აქტივისტის ზუკა ბერძენიშვილის თქმით, აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ მოთხოვნები არ დაკმყოფილდება. "ასე გაგრძელდება მანამ სანამ ივანიშვილს არ ვაიძულებთ, რომ ქართველ ხალხს თავისუფალი არჩევანის საშუალება მისცეს", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

 

 


close დახურვა