logo
ENG



ხოშტარია: მსოფლიომ თქვა, რომ ამ ფორმის საქართველო არაფერში სჭირდებათ

22 იან 202617:38
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/22/d4petodau93mglh.png

დავოსის შეკრებამ თვალნათლივ დაგვანახა ის დანაშაული, რაც რუსეთის მარიონეტებმა საქართველოში ჩაიდინეს. ეს არ არის საფრთხე, ეს შედეგია.

მსოფლიომ, ჩვენი უშუალო მეზობლების და ყოფილი სტრატეგიული პარტნიორების ჩათვლით, თქვა, რომ ამ ფორმის საქართველო არა თუ არ უნდათ, არც არაფერში სჭირდებათ. ეს იყო რუსეთის ოცნება და ბიძინას ანონსი ჯერ კიდევ 2011 წელს.

ეს არის ისტორიული ანომალია, ხელოვნური, უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის დაღუპვის მიზნით.

ოცნებაზე წუხილს აზრი არ აქვს. ან ავიღებთ პასუხისმგებლობას, შევქმნით ალტერნატივას და დავამარცხებთ ამ მავნებელთა უმცირესობას, ან ბრალს ჩვენც გადავინაწილებთ.

მე გამარჯვების ღრმად მჯერა, უბრალოდ პასუხისმგებლობის მასშტაბი მინდოდა გამომეთქვა.

ბოლომდე!


close დახურვა