„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მომიტინგეებს სამოქმედო გეგმა გააცნო და განაცხადა, რომ აპირებენ პარლამენტს ცოცხალი ჯაჭვი დაარტყან.
„გადავალთ ჩიტაძის ქუჩაზე და დავარტყავთ ცოცხალ ჯაჭვს პარლამენტს. დაინახონ ჩვენი ძალა, დაინახონ, რომ პარლამენტი არ ეკუთვნით ივანიშვილის მონებს. პარლამენტი ეკუთვნის ხალხს და ჩვენ აქ ვიდგებით. ჩვენი პროტესტი მშვიდობიანი და სამართლიანია. მთელი ღამე აქ ვიქნებით და არ მოვიცლით ფეხს“, - განაცხადა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოების ნაწილი მმართველი გუნდისგან დაპირებას შესრულებას ითხოვს. კერძოდ, ჩატარდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით.
ამავდროულად, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საკითხი დახურულია და 2020 წელს არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით გაიმართება.