logo
ENG



ხოშტარია: პოზნერს ელარჯი ამოუზილეს, აქტივისტებს სცენას არ ადგმევინებენ

03 აპრ 202112:43
3 წუთის საკითხავი
 
ხოშტარია: პოზნერს ელარჯი ამოუზილეს, აქტივისტებს სცენას არ ადგმევინებენ

მოძრაობა დროას დამფუძნებელი ელენე ხოშტარია სირცხვილიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც პოლიცია აქტივისტებს პარლამენტთან სცენის დადგმის საშუალებას არ აძლევს და აღნიშნავს, რომ "მთავრობა თავხედობას აგრძელებს". 

"სპეცრეისით ჩამოსულ პოზნერს ელარჯი ამოუზილეს კომენდანტის დროს და ახლა უკანონოდ სცენას არ ადგმევინებენ რუსთაველზე. უნდა გაეცეთ პასუხი, დღეს დაუმორჩილებლობის აქცია! 5-ზე უნივერსიტეტთან ვიკრიბებით და წავალთ მსვლელობით რუსთაველზე", - წერს ელენე ხოშტარია Facebook-ზე

მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტების თქმით, პარლამენტის წინ მობილიზებული პოლიცია მათ სცენის დადგმის საშუალებას არ აძლევს. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით აქტივისტები და პოლიტიკური გაერთიანებები დღეს, 17:00 საათიდან აქცია-მსვლელობებს აწყობენ. ისინი კომენდანტის საათის დემონსტრაციულად დარღვევას აპირებენ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით დაუმორჩილებლობის წვეულება გაიმართება ბათუმშიც.


close დახურვა