logo
ENG



ხოშტარია: უფასო სასადილოში შშმ პირს დაემუქრნენ, რომ არ აჭმევდნენ, თუ უბანზე არ წავიდოდა

30 ოქტ 202117:33
3 წუთის საკითხავი
 

​დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები დიღომში, უფასო სასადილოში, 4 შვილის დედას, შშმ პირს დაემუქრნენ, რომ საჭმელს არ აჭმევდნენ, თუ არ წავიდოდა უბანზე ხმის მისაცემად. 

"დიღომში, პეტრიწის #9-ში, 4 შვილის დედას უფასო სასადილოში, შშმ პირს პირდაპირ დაემუქრნენ, რომ ვერ მიიღებდა საჭმელს, თუ არ მივიდოდა არჩევნებზე. ამ ქალს აქვს კოვიდი და აძალევდნენ კოვიდიანს, უბანზე მისულიყო. ეს ქალი უბანზე არ მივიდა, მაგრამ მინდოდა, მომეყვანა ისტერიკაში მყოფი ქართული ოცნების ამორალურობის მაგალითად. 

რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ქალს და მის უფლებებს დავიცავთ, მაგრამ ვხედავთ, რომ ხალხის აქტიურობის, აქტიური მოქალაქეების და ცვლილებების მუხტის ფონზე, რომელიც იგრძნობა თბილისშიც, რუსთავშიც, ბათუმშიც და ბევრ სხვა ქალაქში, ვხედავთ აბსოლუტურ პანიკასა და ისტერიკაში მყოფ ქართულ ოცნებას. 

მინდა, მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს - გამარჯვება არის ძალიან ახლოს და ყველას წვლილი, ყველას თანამონაწილეობა ამ გამარჯვებაში არის უმნიშვნელოვანესი". - თქვა მან ბრიფინგზე. 

დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება. 

არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე მიმდინარეობს. 


close დახურვა