logo
ENG



ხოშტარია ზურა ჯაფარიძეზე: მაგრად მინდა მოიგოს, ძალიან მაგარია ესეთი ადამიანები პოლიტიკაში

13 აგვ 202023:54
3 წუთის საკითხავი
 
431q1rt2763cphb.jpg

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში გირჩის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მიერ დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დადგომას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს უჭერს.

"სამი დღეა ვფიქრობ, როგორ დავწერო ზურა ჯაფარიძის მხარდასაჭერი ძალიან მაგარი პოსტი, ცოტა მაგარი არ მაკმაყოფილებს. ხოდა, გადის დრო ამასობაში და ამიტომ ეხლა ესე დავწერ: ძალიან მაგრად ვუჭერ მხარს, ძალიან მაგრად მინდა მოიგოს, ძალიან მაგარია ესეთი ადამიანები პოლიტიკაში. დანარჩენი გზადაგზა", - წერს ხოშტარია.

ჯაფარიძის მსგავსად, ხოშტარიაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. ის თბილისში, ვაკის რაიონში იყრის კენჭის. 


close დახურვა