logo

ხოშტარია უგულავას მიმართვაზე: ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ

clock 77 clock 7221 clock 12 ოქტ 202017:44
ხოშტარია უგულავას მიმართვაზე: ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ

ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ, - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია პარტიის ერთერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებას. 

"გასაგებია, რომ ერთიანობის მიუხედავად, პროპორციული არჩევნები ითხოვს განსხვავებების ჩვენებას, კონკურენციაა პარტიებში, თუმცა მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ", - თქვა ხოშტარიამ.

უგულავამ სააკაშვილზე საუბრისას თქვა: "სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას". ვიდეომიმართვაში უგულავა ამბობს, რომ ოპოზიციური ერთობა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მიხეილ სააკაშვილმაც ამოიღო მიზანში. მისი თქმით, სააკაშვილმა ოპოზიციას ზურგში დანა ჩაარტყა და ეს ვანო მერაბიშვილის წაქეზებით გააკეთა. 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა