„არ მგონია სწორი რადიკალიზაცია, ის შედეგზე ორიენტირებული არ არის და მხოლოდ უფრო მეტად ძაბავს სიტუაციას, მეტი პოლარიზების შექმნას უწყობს ხელს,“ - ასე გამოეხმაურა თამარ ხულორდავა პარლამენტთან საკონსტიტუციო ჩავარდნის შემდეგ გამართულ აქციებს.
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის თქმით, ის არც მმართველი გუნდის ქმედებებს ეთანხმება.
„რომ არ მიმაჩნდა სწორ გზად ის გზა, რომელიც აირჩია ჩვენმა ყოფილმა პოლიტიკურმა გუნდმა, იმიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე,“ - აცხადებს თამარ ხულორდავა.
შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს პარლამენტში ჩავარდა ინიციატივა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. საკანონმდებლო ცვლილების ჩავარდნას მოჰყვა აქციები, თუმცა მომიტინგეები 18 ნოემბერს პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.