logo
ENG



ხულორდავა არველაძეს: ბავშვები მართლა შიმშილობენ

05 თებ 202017:40
3 წუთის საკითხავი
 

 პარლამენტში დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ მინისტრს მიმართა და თხოვა განემარტა მართლა შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები.

„გუშინ გავაკეთე განცხადება, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ. ამას მოჰყვა პირდაპირ შკვალი, მე აღარ ვიტყვი ისეთი უცენზურო და ასე შემდეგ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ საქართველოში არის გაჭირვებული მდგომარეობა. საქართველოში მთავარი პრობლემა სიღარიბეა და აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია ასეთ გაჭირვებულ ბავშვებს პრობლემები ექმნებათ როგორც განათლების, ასევე სამედიცინო მომსახურების, სოციალური საკითხების და ა.შ თუმცა სულ სხვა ამბავი არის, ჩემი აზრით, შიმშილი. აი, ამისთვის შემდეგ, მე განმარტება გავაკეთე, რომ გამოყოფილი არის 70 მილიონი ლარი, ყოველთვიურად ეძლევათ ასეთ ბავშვებს კვების ბარათები, ვაუჩერები, არსებობს სხვა პროგრამებიც, თუმცა, შეიძლება მე მეშლება, მინდა თქვენ გააკეთოთ ეს განმარტება, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები?“, - განაცხადა არველაძემ.

არველაძეს პარლამენტის წევრმა თამარ ხულორდავამ უპასუხა და განაცხადა, რომ ბავშვები მართლაც შიმშილობენ

„კარგია თუ გვაქვს წარმატებები, მაგრამ პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ რა მდგომარეობაში ვართ და ბატონ რეზოს ვეტყვი, რომ ბავშვები მართლა შიმშილობენ და ეს თქვენთვის არ უნდა იყოს უცნაური. იმედია, მინისტრიც ამგვარად გასცემს პასუხს“, - განაცხადა ხულორდავამ.

შეგახსენებთ, რომ „მთავარ არხთან“ საუბარში არველაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ. 


close დახურვა