logo
ENG



ხუნდაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: გაიმარჯვა დემოკრატიამ, იქნება თავისუფალი კენჭისყრა

14 ნოე 201912:28
3 წუთის საკითხავი
 
9qvd33fg0dqq94y.png

 

საპარლამენტო უმრავლების წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებეთან დაკავშირებით თავისუფალი კენჭისყრა იქნება.

"როგორც ყოველთვის „ქართული ოცნება“, უმრავლესობა, გამოუვალ მდგომარეობაში ძებნის გამოსავალს, გაიმარჯვება დემოკრატიამ, იქნება თავისუფალი კენჭისყრა", - განაცხადა ხუნდაძემ ჟურნალისთებთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა დეპუტატი ამბობდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილლებებთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცვლელია და ის კანონპროექტს ხმას არ მისცემს. 

 

 

 


close დახურვა