logo
ENG



ხუხაშვილი: მაჟორიტარულ არჩევნებში ტოტალური მეორე ტურები გვექნება

15 სექ 202022:58
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ძალიან ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.

როგორც ხუხაშვილმა ფორმულას ეთერში განაცხადა, თუ ხელისუფლებამ 40%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, მაშინ მეორე ტურში ბევრ მაჟორიტარულ ოლქს წააგებს.

"მაჟორიტარულ არჩევნებში ტოტალური მეორე ტურები გვექნება. ხელისუფლებამ 40%-იანი ბარიერი თუ ვერ გადალახა, მაშინ მეორე ტურში მაჟორიტარულ ოლქებში ძალიან ბევრგან წააგებს. ეს ძალიან სავალალო მდგომარეობაში ჩააგდებს მას. იმიტომ, რომ მეორე ტურებში ამომრჩეველი ძალის ცენტრებისკენ იხრება და თუ გაუჩნდა განცდა, რომ ხელისუფლება შესუსტებულია, შეიძლება, მას სერიოზული სიურპრიზები ელოდოს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.


close დახურვა