გია ხუხაშვილის აზრით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს კოალიციური მთავრობის შექმნის შანსი, სწორედ ამიტომ არ აწყობს მას პროპორციული არჩევნები.
„მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილის შიდა კვლევებისა და IRI-ის კვლევების შედეგები დიდად არ განსხვავდება. კვლევებიდან გამოდის, რომ შანსი არ აქვს პროპორციულ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“, არათუ გამარჯვების, არამედ კოალიციის შექმნის შანსიც არ აქვს. თუ გადახედავთ ბარიერს ზემოთ პარტიებს, იმ პარტიებთან ოცნებას კოალიცია არანაირად არ გამოსდის. პოლიტიკური პარტნიორები მათ არ ჰყავთ. ერთადერთი პოტენციური პარტნიორია „პატრიოტთა ალიანსი“, მაგრამ სულ სხვა მიზეზების გამო, „ქართული ოცნებისთვის“ პატრიოტებთან კოალიცია არის მიუღებელი“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ექსპერტი გიორგი თარგამაძის სტუმარია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში.