logo
ENG



ჯაბა კანკავას გოლი საუკეთესო ათეულში მოხვდა

19 ოქტ 201916:13
3 წუთის საკითხავი
 
qqltbya0locqlf5.png

უეფას ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 და მე-8 ტურში გატანილი გოლების ათეულში საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას გოლიც მოხვდა.

ათეული უეფას ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის Twitter-ის ოფიციალურმა გვერდმა გამოავლინა. გიბრალტარის ნაკრებთან შეხვედრაში, ქართველმა ფეხბურთელმა თავი შორეული დარტყმით გამოიჩინა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

შეგახსენებთ, რომ გიბრალტარის და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ვლადიმერ ვაისის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:3 დასრულდა.


close დახურვა