logo
ENG



ჯანდაცვის ექსპერტები და ოპოზიცია ხელისუფლებას მასიური ტესტირებისკენ კვლავ მოუწოდებენ

08 მაი 202020:18
3 წუთის საკითხავი
 

ახალი კორონავირუსის მსხვერპლი საქართველოში 10 მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 45 წლის ქალი. ოფიციალური განმარტებით  პაციენტს მაღალი წნევა და წონა აწუხებდა. კლინიკაში კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

ჯერ კიდევ უცნობია აქვს თუ არა კოვიდ 19  ბოჭორიშვილის კლინიკის ექთანს, რომელიც  საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალშიც“ მუშაობს. თავად ექთანი ახლა ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული,  კარანტინში იმყოფება ამავე კლინიკის კიდევ სამი ექიმი და საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალის“ მედ პერსონალიც.

საქართველოში ფართო მასშტაბიანი ტესტირების ჩატარების მიზნით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა შესყიდვების სააგენტოს წერილით მიმართა. წერილში  ნათქვამია, რომ 5 მილიონი ლარის ლაბორატორიული აღჭურვილობის და ტესტების შესყიდვა გამარტივებული წესით მოხდეს, რათა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად დეფიციტი არ შეიქმნას.

ჯანდაცვის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს პროცესები დაგვიანებულია - ქვეყანამ 2 თვე დაკარგა.

ოპოზიცია ხელისუფლებას ქვეყანაში  მასიური ტესტირებისკენ კვლავ მოუწოდებდნენ. იმისთვის, რომ ქვეყანაში რეალური ეპიდემიოლოგიური სურათი დადგინდეს, „ევროპული საქართველო“ მოითხოვს რომ ქვეყანაში ტესტირების მასშტაბი მნიშვნელოვნად გაფართოვდეს.

ხელისუფლება ჯანდაცვის ექსპერტებისა და ოპოზიციის მოწოდებას ამ დრომდე არ იზიარებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელები დღეს მხოლოდ იმას აცხადებდნენ, რომ კორონა ვირუსის ეპიდემიას მალე  დაამარცხებენ.


close დახურვა